საიტის აწყობა - შექმნა შეიძლება როგორც ნულიდან, ასევე მზა დიზაინისა და ძრავის დახმარებით.
პრაქტიკაში ორივე ვარიანტი საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა რა თქმა უნდა, თუ თქვენ საიტის აწყობა გადაწყვიტეთ, ჯობია ეს ყოველგვარი მზა დიზაინისა და მზა ძრავის გარეშე გააკეთოთ.
ინდივიდუალური დიზაინი და ძრავი საშუალებას მოგცემთ საიტი თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად მოარგოთ, ასევე საძიებო სისტემა უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებს.
გუგლის ალგორითმი ისეა დაპროგრამებული ,რომ როდესაც საძიებო სისტემაში საძიებო სიტყვა ჩაიწერება გუგლი საიტებს ალაგებს მისი პრესტიჟულობის მიხედვით. შესაბამისად ,მას მოსწონს ყველაფერი განსხვავებული რადგან ფიქრობს რომ შედარებით მეტი თანხაა გადახდილი.
ეს შეიძლება იყოს განსხვავებული საიტის დიზაინი, კონტენტი, ფოტოები და ა შ.