TOP 7 შეცდომა, რომელსაც ბიზნესი ვებგვერდის შექმნისას უშვებს

TOP 7 შეცდომა, რომელსაც ბიზნესი ვებგვერდის შექმნისას უშვებს

ვებგვერდის შექმნა ბევრისთვის მხოლოდ ტექნიკური პროცესი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ის ბიზნესის შედეგებზე პირდაპირ მოქმედებს. სწორად აწყობილი საიტი ზრდის ნდობას, შემოსავალს და მომხმარებელთან კომუნიკაციას. თუმცა, კომპანიები ხშირად უშვებენ რამდენიმე კრიტიკულ შეცდომას, რომლებიც საბოლოოდ აფერხებსonline ზრდას.

1. დაუზუსტებელი მიზანი და არასწორი დაგეგმვა
ვებგვერდის დამზადება ხშირად იწყება დიზაინით, თუმცა მთავარი კითხვა უნდა იყოს — რას უნდა აკეთებდეს საიტი? გაყიდვა, ინფორმირება, ბრენდინგი თუ კლიენტების მოზიდვა? მიზნის გარეშე შექმნილი საიტი იშვიათად მუშაობს სწორად.

2. არეულ-დარეული სტრუქტურა
მომხმარებელი რამდენიმე წამში იღებს გადაწყვეტილებას, დარჩეს თუ არა გვერდზე. რთული ნავიგაცია, ზედმეტი მენიუს პუნქტები და მოუხერხებელი განლაგება ზრდის bounce rate-ს და ამცირებს კონვერსიას.

3. სუსტი ან მოძველებული დიზაინი
ვიზუალური მხარე პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. ხშირად ბიზნესი არჩევს იაფ, მოუფიქრებელ დიზაინს, რომელიც ვერ ასახავს მის პროფესიულ დონეს. ბრენდისთვის შეუსაბამო სტილი უშლის ხელს ნდობის ჩამოყალიბებას.

4. მობილური ოპტიმიზაციის უგულებელყოფა
ტრაფიკის უმრავლესობა მობილურიდან მოდის. საიტი, რომელიც ტელეფონზე იშლება, ჭედავს ან ქაოსურად ჩანს, პრაქტიკულად დაკარგულ მომხმარებელს ნიშნავს.

5. ნელი დატვირთვა
მომხმარებელი არ ელოდება. რამდენიმე წამით გაჭიანურებული გვერდი პირდაპირ აზარალებს როგორც SEO-ს, ისე გაყიდვებს.

6. SEO-ს გარეშე შექმნილი ტექსტები და სტრუქტურა
ლამაზი საიტი ზედმეტი არაფერს ნიშნავს, თუ Google-ში არ ჩანს. სწორი სათაურები, მეტა-ტეგები და კონტენტის სტრუქტურა აუცილებელია ორგანული ტრაფიკის მოსაზიდად.

7. იაფი და დროებითი გადაწყვეტების არჩევა
ბევრი ბიზნესი იწყებს ყველაზე იაფი ვარიანტით და შემდეგ წლები ხარჯავს გადაკეთებაზე. პროფესიონალური ვებგვერდი ინვესტიციაა, რომელიც შემოსავალს მოუტანს, ხოლო არასწორი არჩევანი — დროისა და თანხის დაკარგვა.

საბოლოოდ, საიტის შექმნა არის სტრატეგიული პროცესი, რომელიც მოითხოვს სწორი partner-ის, სწორი სტრუქტურისა და კონკრეტულ ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტების არჩევას.




ნაკლებად ცნობილი ბრაუზერები

ნაკლებად ცნობილი ბრაუზერები

საიტის უსაფრთხოების შემოწმება

საიტის უსაფრთხოების შემოწმება

საიტების დამზადება უფასოდ

საიტების დამზადება უფასოდ

GOOGLE - ის ისტორია

GOOGLE - ის ისტორია

ის რაც უნდა  იცოდეთ

ის რაც უნდა იცოდეთ

საიტის დამზადების ფასი

საიტის დამზადების ფასი

როგორ ამოიცნო პროფესიონალური  ვებ-გვერდი

როგორ ამოიცნო პროფესიონალური ვებ-გვერდი

ტურისტული საიტის დამზადება

ტურისტული საიტის დამზადება