როგორ ვისწავლო პროგრამირება

როგორ ვისწავლო პროგრამირება

პროგრამირება 21 საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო პროფესიაა. დღეს დღეისობით სამყაროში არსებული ყველაზე ტრენდული ხელსაწყოები პროგრამული ენის შედეგს წარმოადგენენ. პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულის რამდენიმე ადგილს ისეთი პროგრამისტები იკავებენ როგორებიც არიან ელონ მასკი, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი.

რას წარმოადგენს პროგრამირება

ზედაპირულად - პროგრამირება წარმოადგენს სიმბოლოთან თანწყობას (ასეობს) რომლებსაც კომპიუტერი თარგმნის ბინარულ კოდზე (ანუ თავისთვის (პროცესორისთვის) გასაგებ ენაზე). ანუ მისი შედარება შეგვიძლია თარჯიმანთან. მე ვწერ გარკვეულ ბრძანებებს და კომპილატორი (ანუ თარჯიმანი) თარგმნის ამ ჩემთვის გასაგებ და კომპიუტერისთვის გაუგებარ ენას, თავისთვის (კომპიუტერისთვის) მისაღებ და გასაგებ ენად. პროგრამირება ამ გზით წარმოადგენს ბრძანებებისა და ბრძანებების ლოგიკური კავშირების თანწყობას.

პროგრამული ენები და მათი განსხვავებები

სამყაროში უამრავი პროგრამული ენაა. მათი უდიდესი ნაწილი შეიქმნა აშშ - ში. მოცემული მომენტისთვის მათგან ყველაზე პოპულარულ ენებს წარმოადგენენ web ენები, ანუ ენები განკუთვნილი სერვერებსა და ბრაუზერებისთვის. დროთა განმავლობაში პროგრამებმა გადაინაცვლეს ინტერნეტში და მათი გამოყენება ხდება ბრაუზერიდან. სასურველი პროგრამული ენის შესარჩევად, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რა გვინდა, მინდა გავხდე ვებ დეველოპერი (პროგრამისტი საიტების განხრით), თუ მინდა გავხდე software engineer (საინსტალაციო პროგრამები და ა.შ.)

სად და როგორ ვისწავლო

სასურველი პროგრამული ენის ამორჩევის შემდგომ ყველაზე ბანალური ნაბიჯი რომელიმე სასწავლებელში შესვლაა, თუმცა ჩემი პირადი გამოცდილებით სასწავლებელში შესვლამდე აუცილებელიც კია ზოგადი ცოდნის მიღება. მაგალითისთვის ავირჩიე Front End Web Development - ი. ინტერნეტში უამრავი რესურსი დევს სასურველი ენის შესასწავლად. დამწყებებისთვის ყველაზე ბანალური და ამავდროულად შესანიშნავი რესურსია - w3schools.com.

Youtube ზე არის უამრავი უფასო ვიდეო კურსი რომელიც ზოგად ინფორმაციაზე ბევრად მეტს იძლევა. სასწავლებელში შესვლა ამ ზოგადი ინფორმაციის მიღების შემდეგ არის ნაყოფიერი.