საიტის უფასოდ გასაკეთებლად დღეს დღეისობით უამრავი ხელსაწყო არსებობს, თუმცა ამის გასაკეთებლად გარკვეული ცოდნა მაინც საჭიროა. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რომ საიტი შედგება წინა, ვიზუალური მხიდან რომელსაც ხედავს ვიზიტორი თავის ბრაუზერში, და აგრეთვე არსებობს ეგრეთწოდებული უკანა მხარე (backend) რომელიც განკუთვნილია საიტის მფლობელისთვის და / ან ადმინისტრატორისთვის და გამოიყენება საიტის სამართავად.
ამ სტატიაში განვიხილავ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ხელსაწყოს რომელიც წარმოადგენს როგორც მართვის სისტემას ასევე საიტის ამწყობსაც. მათი მეშვეობით იქნება შესაძლებელი როგორც პირადი პორტფოლიოს ან კორპორატიული საიტის გაკეთება, ასევე შედარებით კომპლექსური პროდუქციის კატალოგის გაკეთებაც. რათქმაუნდა არ უნდა გვქონდეს პრეტენზია იმაზე რომ მათი გამოყენებით პირველივე ჯერზე დავზოგავთ უამრავ ფულს და ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ჩვენს ბიზნესს, თუმცა ცდად მაინც ღირს.
1. InlineCMS (უფასო)
საჭიროებს ჰოსთინგს. ამ ხელსაწყოს გამოყენებით შესაძლებელია პერსონალური საიტების გაკეთება. მის უნიკალურობას წარმოადგენს inline მართვის სისტემა, ჩაშენებული ფორმების ბილდერი, გელერეების მენეჯმენტი და ის ფაქტი რომ inlineCMS ი იყენებს file storage - ს, ანუ მას არ სჭირდება მონაცემთა ბაზის არანაირი კონფიგურაცია. უბრალოდ აყენებ და იწყებ გამოყენებას. მას აგრეთვე მოყვება საკუთარი საიტი.
2. SP Page Builder - (32$)
Sp page builder - ი წარმოადგენს joomla 4 - ის ექსთენშენს, რომელიც 99% გამორიცხავს joomla ს გამოყენებას. ისევე როგორც inlineCMS - ი, აქაც გვექნება საქმე Inline ედიტორთან, ანუ საიტის რედაქტრება არის შესაძლებელი Front - ის მხრიდან. დაწყებული ტექსტების რედაქტირებით, დამთავრებული სურათების რედაქტირებით, SP Page Builder - ი იძლევა უამრავ ხელსაწყოს და ჩაშენებულ ვიზუალურ სექციებს საიმისოდ რომ საიტის აწყობა და რედაქტირება მოხდეს მოკლე დროში, მოხდეს მარტივად და ეფექტურად.
მათთვის ვისაც ჰქონია შეხება css - თან ან javascript - თან, SP Page Builder - ი იძლევა მათი რედაქტირების ან დამატების შესაძლებლობასაც.
სირთულეს წარმოადგენს მისი ინსტალაცია. საჭიროა Mysql ბაზის შექმნა, Joomla - ს ინსტალაცია და შემდგომ Joomla - ს ბექენდიდან SP Page Builder - ის ინსტალაცია.
3. Concrete 5 (უფასო)
Concrete 5 წარმოადგენს პროფესიონალურ ხელსაწყოს რომლითან შესაძლებელია ყველანაირი ტიპის საიტის გაკეთება. მის დასაყენებლად საჭიროა Mysql ის შექმნა / კონფიგურაცია და concrete 5 ის ინსტალაცია. რედაქტირების სახით ის იყენებს Inline რედაქტორს. საიტის ასაწყობად მას გააჩნია ეგრეთწოდებული block - ბი რომლეცი წარმოადგენენ ისეთ მოდულებს როგორიც არის Slider - ი, გალერეა, ნავიგაცია, აკორდეონი და ა.შ.
Concrete 5 ს გააჩნია საკუთარი მარკეტი სადაც შესაძლებელია როგორც შესაფერისი თემფლეითის ასევე საჭირო პროგრამული მოდულის მოძოება.
პირადად ჩემი მოსაზრებით ეს ხელსაწყო წარმოადგენს ყველაზე მარტივ და ორიგინალურ ხელსაწყოს საიტის მართვისთვის. მასში გამოყენებულია ყველაზე კრეატიული საიტის მართვის მექანიზმი გადაწყვეტა. მოცემული ხელსაწყო შექმნილია უფრო საიტის სამართავად ვიდრე საიტის შესაქმნელად, თუმცა საკმაოდ კარგი ბონუსის სახით - მისი გამოყენებით შესაძლებელია რამდენიმე კლიკში სტატიკური html თემფლეითი გახდეს მართვადი.
Sitecake - Demo