რა არის SEO ოფტიმიზაცია

რა არის SEO ოფტიმიზაცია

SEO - იგივე Search engine optimization - არის განკუთვნილი მათთვის ვისაც უნდა რეკლამების და სხვა დამხმარე საშუალებების გარეშე მოხვდეს Google - ის ძიების რეზულტატებში საპატიო ადგილას. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ - ეს არის საიტის კოდის ისე დაწერა რომ Google - მა მას მიაქციოს ყურადღება გარკვეული საძიებო სიტყვების თუ წინადადებების ჩაწერისას რეზულტატების ძიების დროს. ცოტა ვრცელი, თუმცა ვიმედოვნებ - გასაგები წინადადებაა.

რა უნდა ვიცოდე SEO ოფტიმიზაციამდე.

პირველ რიგში აუცილებელია გავარკვიოთ რა თემატიკის საიტი გვაქვს და შევარჩიოთ / შევადგინოთ საძიებო (სამ, ოთხ სიტყვიანი) წინადადებები რომელთა მიხედვითაც იქნება საიტი პოვნადი. საძიებო ფრაზები / წინადადებები უნდა შეესატყვისებოდნენ სავარაუდო საძიებო წინადადებას რომელსაც მომხმარებელი ჩაწერს Google - ში. ამ საძიებო სიტყვების გამოყენება საჭიროა მაგალითისთვის პროდუქციის სათაურებში h1 ან a ტაგების გამოყენებით. პატარა საიტის შემთხვევაში, სადაც მაგალითისთვის არ დევს პროდუქცია და არ არის საკმარისი სივრცე ამ საკვანძო / საძიებო წინადადებების შესადგენად, კარგი გადაწყვეტა არის საიტზე ბლოგის დამატება რომლის სტატიებიც მოგვცემს საძიებო წინადადებების გამოყენების შესაძლებლობას.

სად უნდა ჩავსვა საძიებო სიტყვები?

ყველა გვერდს უნდა ჰქონდეს თემატიკის მიხედვით განსაზღვრული საკუთარი საძიებო სიტყვები, თუმცა, არის გარკვეული კატეგორიის საძიებო ფრაზები რომლებიც საჭიროა იყვნენ ყველა გვერდზე. მათი გამოყენება შესაძლებელია title და meta description ტაგებში.

Meta tags

დანარჩენ შემთხვევებში ფრაზების გამოყენება შესაძლებელია სათაურებში, ლინკებში (იგივე ბმულებში), title ტაგებში, სურათების alt და title ტაგებში.

საიტის რუკა

საიტის რუკის ყველაზე კლასიკურ ვარიანს წარმოადგენს sitemap.xml ფაილი. ამ ფაილში არის ჩამოწერილი ბმულების სახით რა გვერდები გააჩნია საიტს და როდის არიან ეს გვერდები შექმნილი. Google ის დოკუმენტაციის მიხედვით ამ ფაილში შესაძლებელია მხოლოდ 50.000 მონაცემის ჩასმა და სავალდებულოა ამ ფაილის ზომამ არ გადააჭარბოს 50MB - ს. კარგ შემთხვევებში საიტს უკეთდება ავტომატურად გენერირებადი sitemap.xml ფაილი, ანუ როცა საიტზე ვამატებ ახალ სტატიას ან ვდებ ახალ პროდუქციას, ის ავტომატურად ემატება sitemap.xml ფაილს.

როდის მოხვდება საიტი Google - ის რეზულტატებში

სამწუხარდ აქ ყველაფერი დამოკიდებულია რაღაცაზე. არიან კომპანიები რომლებიც იძლევიან Google ის რეზულტატების პირველ გვერდზე მოხვედრის გარანტიას თუმცა... პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ რომ არსებობს თქვენი საიტის მსგავსი კომპანიები აგრეთვე მსგავსი საიტებით და ოფტიმიზირებული SEO - თი. პრიორიტეტი გარდა რათქმაუნდა SEO - სი, აგრეთვე ენიჭება საიტის სიძველეს, რანგს, ეგრეთწოდებულ ბექლინკებს (როცა თქვენი სიატის ლინკი დევს სხვა რეიტინგულ საიტზე) და ა.შ. Google - ის რეზულტატებში მოხვედრა (არა მთავარ გვერდზე) ხდება საშუალოდ 2 კვირის შემდგომ. არსებობს გარკვეული ხელსაწყოები რომლებიც საიტის ბმულის შეყვანის შემდეგ შეაფასებენ საიტის SEO - ს მდგომარეობას.

  1. https://www.seobility.net/en/seocheck/
  2. https://seositecheckup.com
  3. https://sitechecker.pro