რატომ არის საიტის დამზადება უკეთესი ჩვენთან

საქართველოში უამრავი კარგი პროგრამისტი და კომპანიაა რომელიც დაამზადებს დამკვეთის მოთხოვნის შესაფერის საიტს თუმცა მივიჩნევ რომ არის დამკვეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები რომლებიც რჩება ყურადღების მიღმა.

მართვის სისტემა.

ძირითად შემთხვევებში ვებ დეველოპერები ამზადებენ სტანდარტულ მართვის სისტემებს რომლებსაც არაფერს ვერჩი, თუმცა მათი გამოყენება მოითხოვს გარკვეულ გამოცდილებას. ძირითად შემთხვევაში საიტი იყოფა ორ ნაწილად - ფრონტ და ბექენდი, ანუ საიტის მხარე რომელსაც ხედავ მომხმარებელი, და აბსოლუტურად განსხვავებული ინტერფეისის მქონე მხარე რომელსაც ხედავს მხოლოდ ადმინისტრატორი. ამაში არ არის პრობლემა იქამდე სანამ საკითხი არ ეხება ტექსტის რედაქტირებას. თუნდაც ერთი ასოს შესაცვლელად, ან სტატიაში სურათის განახლებისთვის, პროდუქციაზე ფასის შეცვლისთვის საჭიროა 'სხვა საიტზე' შესვლა და ელემენტარული ცვლილებისთვის მეტნაკლებად რთული პროცესის გავლა - შესვლა ბექენდში, მაგალითად სტატიების კატეგორიაში გადასვლა, ძიებაში იმ სტატიის პოვნა რომელზეც ვაპირებთ ცვლილებების შეტანას და შემდეგ უკვე ცვლილების შეტანა. თუ ცვლილება გულისხმობს სურათის დამატებას ან განახლებას ამ შემთხვევაში, სურათის განახლების მერე უნდა დავბრუნდეთ საიტზე (მომხმარებლის მხარეს) (ფრონტ ენდში) და დარეფრეშების მერე შევხედოთ როგორ გამოჩნდა ცვლილება. სტანდარტულად ცვლილება პირველივე საიტის რედაქტირებაზე არ ჩანს კარგად.

ჩვენთან საიტის დამზადების შემთხვევაში იღებთ ჰიბრიდულ მართვის სისტემას რომელიც გულისხმობს როგორც სტანდარტულ ბექენდს, ასევე რედაქტორს საიტის მომხმარებლის მხრიდან (თავისთავად ცხადია რომ რედაქტორი გამოჩნდება მხოლოდ ადმინისტრატორისთვის) რომელიც ბექენდში გადასვლის გარეშე მისცემს ადმინისტრატორს საიტის რედაქტირების - როგორც სურათების ასევე ტექსტის, გალერეების და ვიდეოს ჩასმა / განახლების შესაძლებლობას.

SEO ოფტიმიზაცია. საიტის ოფტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის.

საიტის დამზადება ძირითად შემთხვევაში საჭიროა ვიზიტორების მოსაზიდად. მათთვის გარკვეული პროდუქციის თუ სხვა სახის ინფორმაციის მისაწოდებლად. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია რომ საიტის იყოს პოვნადი Google - ის საძიებო სისტემაში შესაფერისი წინადადების დაწერისას. ძირითადად მსგავსი სერვისი წარმოადგენს დამატებით ღირებულებას თუმცა ჩვენთან საიტის შეკვეთის შემთხვევაში დამკვეთი იღებს საიტს უკვე ოფტიმიზირებული SEO თი. რაც გულისხმობს იმას რომ საიტის გამოქვეყნების შემდეგ ის ხდება მოძებნადი ინტერნეტ სივრცეში საიტის თემატიკის მიხედვით. საძიებო ფრაზები ავტომატურად გენერირებადია, თუმცა მათი მოდიფიკაცია შესაძლებელია საიტის მართვის სისტემიდან.

საიტის დამზადების პროცესი

საიტის შეკვეთის შემთხვევაში დამკვეთი რეგისტრირდება ჩვენს საიტზე და მას ექმნება პირადი კაბინეტი სადაც შეუძლია უყუროს საიტის დამზადების პროცესის დეტალებს. მაგალითად: როდის დასრულდება საიტი, რა გაკეთდა, შეუძლია საიტის დემო ვერსიის ნახვა, რამდენი აქვს და რამდენი დარჩა გადასახდელი. საიტის დასრულების შემდეგ დამკვეთს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ონლაინ დახმარებით პირად კაბინეტში არსებული ჩატით. ასევე საიტის დასრულების შემდეგ დამკვეთი იღებს საიტის მართვის ვიდეო ინსტრაქციას.