ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

კომპანია digital frame - ი ჩამოყალიბდა 2018 წელს. მისი (კომპანიის) ძირითად მიზანს წარმოადგენს მომხმარებელზე მორგებული, გამოსაყენებლად მარტივი მართვის სისტემების და მართვის სისტემებზე ადაფტირებული ტექნოლოგიების შემუშავება.

ჩვენ კომპანიასთან თანამშრობლობით დამკვეთი იღებს დროულად შესრულებულ, ხარისხიანად დაწერილ საიტის ისეთი მართვის სისტემით, რომლითაც თავადაც შეეძლება საიტის მართვა, მაშინაც კი თუ არასდროს არ ჰქონია მსგავს ტექნოლოგიასთან გამოცდილება.

როგორ ვმუშაობთ

საიტის სტანდარტული ტიპის შემთხვევაში საიტის ფასების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია ფასების გვერდზე. არასტანდარტული პროექტის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტის მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული ჩათის საშუალებით.

საიტის შეკვეთის შემთხვევაში კეთდება (და დამკვეთს ეგზავნება) საიტის გეგმა pdf ფაილის სახით. საიტის გეგმა წარმოადგენს შეთანხმებას საიტის შემსრულებელსა და დამკვეთს შორის შესასრულებელი პროექტის ფუნქციონალზე. საიტის გეგმაში არ არსებული ფუნქციების საიტზე დამატება წარმოადგენს დამატებით ღირებულებას.

საიტის მზადების პროცესი

შეკვეთის შემთხვევაში, სამუშაო გეგმის ჩამოწერის შემდეგ მზადდება საიტის სატესტო ნამუშევარი. საიტის სატესტო ნამუშევრის გამოგზავნის შემდეგ დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეკვეთის ჯამური ღირებულების ავანსი ღირებულების 30% - ის სახით.

საიტის შეკვეთისას დგინდება საიტის დამზადების ვადა. დამკვეთს ყოველთვის შეუძლია დამზადების პროცესისთვის თვალყურის დევნება უშუალოდ დამკვეთისთვის გამოყოფილ საიტის დროებით მისამართზე.

აგრეთვე დამკვეთს შეუძლია ადევნოს თვალი პროექტისთვის შექმნილ github - ის რეპოზიტორიას.

საიტის რეზერვაცია

საიტის რეზერვაცია ხდება ავტომატურად ან მანუალურად საიტის მართვის სისტემიდან. სარეზერვაციო ასლი ინახება საიტის მფლობელის მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე.

დასრულებული პროექტი

საიტის დასრულების შემდეგ საიტი განთავსდება ჩვენი ან დამკვეთის მიერ შერჩეულ ჰოსთინგზე და მიებმება შესაფერისი დომენი. აგრეთვე გაუკეთდება ყველა საჭირო კონფიგურაცია რაც იქნება საჭირო საიტის განთავსებისთვის.

საიტის დასრუელბასთან ერთად დამკვეთს გადაეცემა საიტის მართვის სისტემის მომხმარებლის სახელი და პაროლი, მართვის სისტემის ვიდეო ინსტრუქციასთან ერთად. მართვის სისტემის ვიდეო ინსტრუქცია იქნება მიბული მართვის სისტემას.

საიტის მასალა

საიტის მასალა ისევე როგორც სხვა საიტისთვის საჭირო თანდართული დოკუმენტი / ფაილი უნდა იყოს მოწოდებული საიტის დამკვეთის მხრიდან. მათი არ არსებობის შემთხვევაში საიტი შეივსება დროებითი ინფორმაციით (ტექსტი, სურათები). დროებითი მასალის შეცვლა იქნება შესაძლებელი საიტის მართვის სისტემიდან.

პროექტის შესრულების პირობები

პროექტი სრულდება მხოლოდ დამკვეთის მხრიდან პირობებზე თანხმობის შემთხვევაში.


შეკვეთის შემთხვევაში კეთდება საიტის მთავარი გვერდის სატესტო ნამუშევარი. ნამუშევრის გამოგზავნის შემდეგ, საიტზე მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში, ავანსის სახით გადასახდელი იქნება ღირებულების 1000 ლარს ქვემოთ - 50% და 1000 ლარს ზემოთ - 30%. დარჩენილი თანხა - საიტის დასრულების შემდეგ.

საიტის დიზაინი და მართვის სისტემა მზადდება ინდივიდუალურად, პროექტის მიხედვით.

საიტზე ცვლილებების შეტანის მაქსიმალური რაოდენობა - 2. ძირეული ცვლილების შეტანის შემთხვევაში გადასახდელი იქნება ცვლილების შესაბამისი ღირებულება.

ნებისმიერი დამატება რომელიც არ არის შეტანილი საიტის გეგმაში წარმოადგენს დამატებით ღირებულებას.

საიტი ჩაითვლება დასრულებულად საიტის დიზაინის და პროგრამული თვალსაზრისით დასრულების შემთხვევაში.

საიტი არ ჩაითვლება დაუსრულებლად საიტის მასალის ან სხვა ნებისმიერი საიტისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად არ მიწოდიბის შემთხვევაში.

საიტის მასალის არ არსებობის შემთხვევაში საიტი შეივსება დროებითი ინფორმაციით (მასალით). ინფორმაციის შეცვლა იქნება შესაძლებელი მართვის სისტემის გამოყენებით.

ჩვენი მხრიდან საიტზე დიდი რაოდენობით მასალის გადმოტანის და / ან შეტანის შემთხვევაში გადასახდელი იქნება საიტის მენეჯმენტის ღირებულება. ღირებულება დაანგარიშდება მასალის გადმოსატანი და/ან შესატანი რაოდენობის მიხედვით.

საიტის დამზადების პროცესში ყოველ 3 - 4 დღეში ერთხელ გამოგეგზავნებათ საიტის სატესტო ნამუშევარი, საიტის დამზადების პროცესისთვის თვალყურის სადევნებლად.

საიტის დამთავრებასთან ერთად, საიტის სრული ღირებულების გადახდის შემდგომ გადმოგეცემათ საიტი, საიტის მართვის სისტემა და მართვის სისტემის ვიდეო ინსტრუქცია.

ძირითადი მახასიათებლები

ტექნოლოგიები და სერვისები რომელსაც მიიღებ საიტის ჩვენთან შეკვეთით.

მორგებული რეზოლუციებზე
თავსებადი ბრაუზერებთან
უფასო SEO
CSS - UIKit 3
PHP - Codeigniter 4
დიზაინის ტექნოლოგია - SCSS
ერთი თვე უფასო საფორთი
მართვის ვიდეო ინსტრუქცია
მონაცემთა ბაზის რეზერვაცია