ვებ დიზაინი

ინდივიდუალირი, მობილურზე მორგებული დიზაინით აღჭურვილი საიტების დამზადება სერვისი.

მართვის სისტემა

პრაქტიკული და თემატიკაზე მორგებული, ინდივიდუალური მართვის სისტემბის დამზადება.

SEO ოპტიმიზაცია

საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის. იმათთვის ვისაც სურს საიტი გახადეს პოვნადი საძიებო სისტემებში.

ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას დებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ საკონტაქტო ფორმის საშუალებით ან საიტის მარჯვენა კუთხეში მოთავსებული ჩატის მეშვეობით. ჩვენი ოპერატორები კავშირზე არიან 11:00 დან 06: 00 საათამდე.

კომპანია DigitalFrame გთავაზობთ საიტების დამზადების სერვისს. აქ შეგიძლიათ ჩვენთან ერთად შეადგინოთ ან მოგვაწოდოთ თქვენთვის სასურველი დიზაინი, რომელიც შემდგომში ვებ სივრცეში გაცოცხლებული იქნება თანამედროვე პროგრამული და დიზაინერული ტექნოლოგიების საშუალებით.

რა ევალება საიტს

საიტი წარმოადგენს ვებ სივრცეში განთავსებულ ფაილთა ერთობლიობას, რომლის მიზანიცაა საჭირო ადამიანების ყურებამდე მიიტანოს ესა თუ ის ინფორმაცია.

აუცილებელია საიტი ერთ თემატიკას მისდევდეს. მაგალითად თუ საიტი ეძღვნება მოგზაურობას, მას ევალება გაყვეს თავის ნიშას და მოიზიდოს სათავისო მომხმარებელი. არ არის საკმარისი მხოლოდ საიტის გაკეთება, მნიშვნელოვანია საიტის მომხმარებლამდე მიწოდება. მომხმარებელთა ძირითადი რაოდენობა სასურველ საიტს საძიებო სისტემების საშუალებით პოულობენ, გამომდინარე აქედან აუცილებელია საიტი კოდი ოპტიმიზირებული იყოს საძიებო სისტემებთან მიმართებაში. მაღალი კვალიფიკაცია მოცემულ სფეროში გვაძლევს საშუალებას თქვენი საიტის საძიებო სისტემებში ოპტიმიზირებას.

პროგრამული მხარე / მართვის სისტემები

CMS (Content management system), წარმოადგენს საიტის მართვის სისტემას, რომელის მეშვეობითაც მომხმარებელს ენიჭება უფლებამოსილება მართოს საკუთარი საიტი - ამატოს სტატიები, ცვალოს / ამატოს სურათები, აკონტროლოს დარეგისტრირებული მომხმარებლები და ა.შ. ხშირ შემთხვევაში პროგრამისტების მხრიდან კლიენტებისთვის მიწოდებული მართვის სისტემები იმდენად გაუგებარია რომ დამკვეთი შემდგომში აღარ ეხება საიტს. ჩვენი კოპანია გთავაზობთ ფუნქციონალურ და მუიხედავად ამისა საკმაოდ პრაქტიკულ მართვის სისტემებს, ოპტიმიზირებულს მომხმარებელზე. მომხმარებლისთვის საიტის მიწედობის შემდგომ, მას გადაეცემა საიტის მართვასთან დაკავშირებული მარტივი დოკუმენტაცია. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას საიტის მართვადობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ისიც რომ საიტის მართვის სისტემა ირჩევა ან კეთდება საიტის თემატიკის მიხედვით. არსებობს მზა მართვის სისტემები რომელთა გამოყენებაც დამკვეთის ბიუჯეტს ზოგავს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ კომპანიას არ ეხარჯება დრო ახალი მართვის სისტემის წერაში.

არსებობს უამრავი მოსააზრება მზა მართვის სისტემების ავკარგიანობასთან დაკავშირებით. არსებობს ბევრი ცნობილი და ძლიერი მართვის სისტემა, რომელთა შემუშავებაზე წლობით ზრუნავდნენ და დღემდა აგრძელებენ ზრუნვას მათ პროგრამულ მხარეზე საკმაოდ ძლიერი დეველოპერები. ისინი წლიდან წლამდე უზრუნვეყოფენ მის თანამედროვე ვებ სტანდარტებზე მორგებულ კოდს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველჰყოფს კარგ თავსებადობას ბრაუზერებთან და მეგობრულ დამოკიდებულებას საძიებო სისეტმებთან როგორებიც არიან google, yahoo, bing და ა.შ.

დიზაინი

ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას თანამედროვე გრაფიკულ დიზაინთან დაკავშირებით. მრავალწლიანი გამოცდილება მოცემულ სფეროში გავძლევს საშუალებას მოვარგოთ საიტის ვიზუალური მხარე თანამედროვეობისთვის მისაღებ და აუცილებელ სტანდარტებს. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ისიც რომ თანამდეროვე ციფრულმა სამყარომ განიცადა დიდი პროგრესი ეკრანის გაფართოებითი სტანდარტებისა და მობილური მოწყობილობების კუთხით. დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობ საიტებს სმარტფონების (ტელეფონების) და პლანშეტების მეშვეობით, რაც იძლევა მობილურზე და სხვადასხვა ეკრანის ზომაზე მორგებული დიზაინის საჭიოებას.

საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება