YOUTUBE - ის მოკლე მიმოხილვა

Youtube - ეს გახლავთ დედამიწავე ყველაზე ცნობილი ვიდეოჰოსთინგი, ვიდეო ტუბი. საიტი წარმოადგენს ერთგვარ ვიდეო სოციალურ ქსელს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ ვიდეოები, შექმნან საკუთარი არხები, წერონ კომენტარები, აკეთონ შეფასებები, ისარგებლონ არხის მონეტიზაციით და ა.შ. თუმცა ამ ყოველივეს youtube - ი წარმოადგენს დღეს-დღეისობთ. აი ადრე კი ყველაფერი ბევრად სხვაგვარად იყო.

ისტორია.

კომპანია 2005 წელს იქნა დაარსებული ფეიფალის ( PAYPAL ) 3 თანამშრომლის მიერ. იმ დროისათვის მათი საიტი იყენებდა Flash ტექნოლოგიას FLV - ს გაფართოებით, რომელიც იძლეოდა მისაღებ ხარისხს ( 240p, 360p ) და არ იკავებდა დიდ მოცულობას. საიტი მალევე გახდა პოპულარული და ALEXA.COM - ის რანგის მიხედვით საკმაოდ მოკლე დროში გაუსწრო იმ დროისთვის მოწოდების სიმაღლეზე მყოფ MYSPACE.COM - ს.

2006 წელს YOUTUBE.COM - ი იყიდა ცნობილმა კომპანია GOOGLE - მა 1.65 მილიარდ დოლარად. ყიდვამდე საიტი ( youtube - ი ) სერვისით ჰგავდა იმ პერიოდში არსებულ google videos - ს.

2007 წლის 13 ნოემბერს youtube მა გაუშვა ვიდეო პორტალის რუსული ვერსია მისამართზე http://ru.youtube.com

2010 წლის 9 ივლისს google - მა განაცხადა ვიდეო პორტალზე IMAX - ის მხარდაჭერის შესახებ.

2011 წლის 2 დეკემბერს youtube - ზე გაეშვა საიტის ახალი ინტერფეისი ( ახალი ვიზუალი ).

2013 წლის თებერვალს შეიცვალა არხების ვიზუალი.

2013 წლის აგვისტოს ფლეიერზე გამჩნდა ხაზი რომელიც ვიდეოს ჩატვირთულობის სტატუსს ასახავდა.

2014 წლის ივნისს youtube - მა დააანონსა ვიდეო გამოსახულებაზე 60FPS ( კადრი წამში ) რისი მხარდაჭერაც საიტს დღეს დღეისობით უკვე გააჩნია.

2015 წლის 27 იანვარს თითქმის საერთოდ იქნა ამოღებული Flash მხარდაჭერა, რომელიც იქნა HTML5 ვიდეო ფეიერით შენაცვლებული.

2015 წლის 23 თებერვალს youtube - მა გამოუშვა აპლიკაცია ბავშვებისთვის სახელად “youtube kids”.

2015 წლის 13 მარტს youtube - მა გაუშვა ეგრეთწოდებული მინიშნების ახალი სერვერი.

2016 წელს ძალაში შევიდა პროექტი youtube 360

 

საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება