პირველი საიტი

1989 წელს, ბრიტანულ კომპანია CERN - ზე მუშაობის პერიოდში ტიმ ბერნერს ლიმ წამოჭრა იდეა პროექტის შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა როგორ (world wide web) გლობალური ქსელი. პროექტი მოისაზრებდა ჰიპერტექსტური დოკუმენტების პუბლიკაციას, რომლებიც ერთმანეთთან ჰიპერლინკებით იქნებოდა დაკავშირებული. იდეა მდგომარეობდა ინფორმაციის მოძიების გამარტივებაში. "ქსელის" პროექტი განკუთვნილი იყო CERN - ის მეცნიერებისთვის და პირველადი გამოყენება სწორედ CERN - ის შიდა ქსელში მოიპოვა. პროექტის განხორციელებისთვის ტიმ ბერნერ ლიმ გამოიგონა URI იდენტიფიკატორები, HTTP პროტოკოლი და HTML ენა. სწორედ ეს დაედო გლობალური ქსელის - ისევე ცნობილისთვის როგორც world wide web (www) საფუძვლად.

1991 - 1993 - წლებში ტიმ ბერნერს ლიმ სრულჰყო საკუთარი ტექნოლოგია და გაასაჯაროვა ის. 

პროექტის ფარგლებში ბერნარდ ლიმ შექმნა პირველი ვებ სერვერი "httpd" და დედამიწაზე პირველი ჰიპერტექსტის აღმქმელი ვებ ბრაუზერი NeXT კომპიუტერისთვის. ზემოთხსენებული ბრაუზერის სახელი WorldWideWeb - ი გახლდათ. შემდგომში ბრაუზერი Nexus - ის სახელით იყო ცნობილი. პროგრამა (ბრაუზერი) გახდა საჯარო და დაიწყო ინტერნეტის საშუალებით გავრცელება 1991 წლის ზაფხულიდან. 

დედამიწაზე პირველი საიტის მისამართი გახლდათ http://info.cern.ch რომელიც მოცემულ მომენტში W3 - ის არქივში ინახება.

საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება