WordPress - ის 10 ალტერნატივა

 


ბლოგერების და საიტების მეპატრონეების უმრავლესობას მიაჩნია რომ WordPress - ი არის ყველაზე მეტად გამოყენებადი ძრავი გლობალური მასშტაბით. მისი მოქნილი სისტემითა და ფლაგინების დიდი რაონენობით შესაძლებელია პროფესიონალური საიტის აწყობა როგორც დიზაინერული ასევე პროგრამული თვალსაზრისით, თუმცა ბლოგერების და საიტეს მფლობელების გარკვეულ კატეგორიას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა მოცემული CMS - ის ღირსეულ ალტერნატივასთან დაკავშირებით. თუ გსურთ საიტის აწყობა და ეძებთ განსხვავებულ და გარკვეულწილად უნიკალურ CMS - ს, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 20 WordPress - ის ალტერნატივას რომელთა მეშვეობითაც აგრეთვე შეძლებთ პროფესიონალური საიტის აწყობას.


  1. JOOMLA!
    Joomla! გახლავთ უფასო, open source სისტემა რომელიც საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ათასობით თემფლეითს, ფლაგინს, კომპონენტსა და მოდულს. მისი დახმარებით შესძლებელია როგორც პატარა საიტის, ასევე მოქნილი, პროფესიონალური პორტალის აწყობა. შესაძლებელია სისტემის კონფიგურაცია გარკვეულ მომხმარებელზე. აგრეთვე შესაძლებელია მისი "ბექენდის" გადაწყობა კონკრეტულ საიტის მმართველზე. სისტემა აგრეთვე იდეალურია ბლოგინგისთვისაც. Joomla! - ს გააჩნია ენების პაკეტი რომლებშიც შედის ქართული ენაც.

  2. Text Pattern
    მოცემული სისტემა იდეალურია ბლოგის გასაკეთებლად. მართვის სისტემას აგრეთვე გააჩნია დანამატები რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სრულფასოვანი საიტის აწყობა. Text Pattern - ი აგხლავთ უფასო.
    მომხმარებლებს უფრო მარტივად შეუძლიათ მართონ საიტის ელემენტები ისევე როგორც საიტის დიზაინი. WordPress - ის მსგავსად მოცემულ სისტემასაც გააჩნია ფლაგინების დიდი რაოდენობა.

  3. Drupal
    მოცემული სისტემა გახლავთ open source სისტემა. CMS - ს გააჩნია UI და API ინტეგრირებული კომპონენტები. მას გააჩნია 22,175 - მდე მოდული საიტის შესაქმნელად.

  4. Concrete5
    მოცემული მართვის სისტემა იდეალურია მათთვის ვისაც მოსწონს სიმარტივე საიტის მართვისას. მასში ინტეგრირებულია თანამედროვე ტექნოლოგია რომელც იძლევა საიტის მართვის საშუალებას პირდაპირ მომხმარებლის ინტერფეისიდან. უმარტივესია არა მარტო ტექსტის შეცვლა არამედ მოდულების მართვა და კონფიგურაცია. Concrete5 გახლავთ ერთგვარი "InlineCMS" - ი. მას გააჩნია eCommerce - ის, გალერეის, კონტაქტის ფორმის და სხვა უამრავი სასარგებლო კომპონენტები. 

  5. PHP Melody
    მოცემული სისტემის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ დიზაინის მოქნილობით. ზემოთ მოყვანილი CMS - ების მსგავსად, ეს CMS - იც გადმოსაწერია და უფასო. PHP Melody გახლავთ Open Source სისტემა რომელიც იდეალურია მათთვის ვისი განზრახვაც ვიდეო პორტალის გაკეთებაა. მისი საშუალებით მარტივად არის შესაძლებელი ვიდეოს, მიმაგრება ან ატვირთვა.

  6. Silver Stripe
    ეს გახლავთ Open Source სისტემა რომელიც დაგეხმარებათ მომხიბლავი დიზაინის მქონე და მარტივად მართვადი საიტის გაკეთებაში. მისი გამოყენება იდეალურია მცირე ბიზნეს საიტებისთვის, პორტფოლიოებისთვის, სამთავრობო და მცირე ბიზნეს საიტებისთვის. 
    Silver Stripe - ს გააჩნია მრავალი აპლიკაცია განსაცვიფრებელი დიზაინის გასაკეთებლად. 


  7. Pagekit
    მოცემული პატარა CMS - ი, რომელიც დაამზადა კომპანია YOOTHEME - მა - გახლავთ იდეალური პატარა ( კორპორატიული, სავიზიტო და ა.შ. ) საიტების დასამზადებლად. Pagekit  - ის საშუალებით საიტის გაკეთება ძალიან მარტივი და სასიამოვნო პროცესია. სისტემაში გარკვევაც ანალოგიურად მარტივია, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ჰქონია მართვის სისტემებთან შეხება. სისტემა CSS Framework - ის სახით აგრეთვე yootheme - ის მიერ დამზადებულ UIKIT - ს იყენებს.

  8. GRAV
    Grav არის მარტივი, მოქნილი ფაილებზე დაფუძნებული ვებ პლატფორმა, რაც გულისხმობს შემდეგს - ის არ იყენებს მონაცემთა ბაზას. მისი კონფიგურაცია და სხვა პარამეტრები ინახებიან ფაილებში. Grav - ის ინსტალაცია ძალიან მარტივია, საჭიროა მხოლოდ მისი ამოარქივება და ის უკვე გაშვებულია. მისი ( ბექენდის ) მართვის ფილოსოფია მეტნაკლებად განსხვავებულია სხვა არსებული პოპულარული სისტემებისგან. CMS - ის გადმოწერა უფასოა. 

  9. MODX
    ეს გახლავთ Open Source CMS - ი რომელმაც 2007 წელს აიღო პრომია როგორც წლის საუკეთესო cms პროექტი. ის გამოყენებადია არამარტო მათთვის ვინც არ იცის კოდი. დიზაინერებს შეუძლიათ მარტივად შეიყვანონ ცვლილებები თემფლეითში. სისტემა იწარმოება GPL ლიცენზიის ქვეშ და მისი წარმოება ხდება 2004 წლიდან. 2016 წელს გამოვიდა განახლებული ვერსია MODX Revolution რომელშიც მოხდა სისტემური ცვლილებები. 
    მოცემული CMS - ი გამოყენებადია როგორც ბლოგერებისთვის ასევე სტანდარტული საიტის ქონის მსურველებისთვის. მართვის სისტემა მარტივი და გასაგებია. ფლაგინებთან ერთად თანდაყოლილია ენების პაკეტებიც. 


  10. ImpressPages
    ImpressPages გახლავთ open-source FrameWork - ი რომელიც მოგცემთ საიტის მართვის საშუალებას წინა მხრიდან. მასაც სხვების მსგავსად გააჩნია ფლაგინები რომელთა საშუალებითაც იქნება შესაძლებელი პროფესიონალური დონის საიტის აწყობა და შემდგომ მისი მარტივად განახლება. მოცემული სისტემა იდეალურია მცირე საიტების. ImpressPages - ი არ გამოგადგებათ ბლოგის დასამზადებლად. 
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება