როგორ გავაკეთოთ საიტი უფასოდ

როგორ გავაკეთოთ საიტი უფასოდ. ეს კითხვა ყოველთვის ჩნდება იმ ადამიანების თავში, რომლებსაც იმ მომენტისთვის სჭირდება საიტის გაკეთება და არ აქვს ფული, ან უბრალოდ უნდა ფულის დაზოგვა. ხშირ შემთხვევაში მსგავს სტატიებში გვხვდება გაკვეთილები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გავაკეთოთ საიტი უფასოდ მაგალითად wordpress - ის ან joomla - ს გამოყენებით. ორთავე მათგანი საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა "უფასოდ" საიტის გასაკეთებლად, თუმცა აქ ვაწყდებით ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, ზემოთ ჩამოთვლილ CMS - თაგან ორივეს სჭირდება ცოდნა, ცოდნის მიღებას კი ბუნებრივია სწავლა. მსგავსი წარმატებით შესაძლებელია HTML, CSS, JS - ის სწავლე და ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია საიტის "უფასოდ" გაკეთება. 

მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტის გათვალისწინება: თუ თქვენ გჭირდებათ რთული ფუნქციონალური საიტი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისწავლოთ ვებ პროგრამირება ან კარგად ჩაუჯდეთ wordpress ან Joomla! - ს. ამისთვის დაგჭირდებათ დრო, სამაგიეროდ თქვენ გექნებათ უფასო საიტი. ხოლო იმ შემთხვევოსთვის თუ თქვენ გჭირდებათ ეგრეთწოდებული "სავიზიტო საიტი", ანუ საიტი სადაც განათავსებთ თქვენს ინფორმაციას, ან ბლოგი სადაც გამოაქვეყნებთ თქვენს სტატიებს... მოკლედ საიტი რომელზეც უნდა დაიტის "ტექსტი და სურათები". თუ ასეა, ამ შემთხვევისთვის ჩვენ გთავაზობთ მეთოდს, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული, ვებთან დაკავშირებული ცოდნა და რომელში გარკეკაც წაგართმევთ მაქსიმუმ ნახევარ საათს.

როგორ გავაკეთოთ საიტი უფასოდ:

  • პირველ რიგში თქვენ დაგჭირდებათ დომეინი და ჰოსთინგი. თუ არ იცით რა არის ან ერთი ან მეორე, შეგიძლიათ გადახედოთ ხშირად დასმულ კითხვებს. მოკლედ რომ ვთქვათ - დომეინი არის საიტის სახელი, ხოლო ჰოსთინგი - ვებ სივრცე რომელზეც უნდა განათავსოთ თქვენი საიტი.
  • უნდა შეარჩიოთ საიტის თემფლეითი - საიტის შაბლონი, მაკეტი რომელსაც შემდგომში გადააკეთებთ და განათავსებთ მასზე თქვენთვის სასურველ ინფორმაციას. საიტის შაბლონის უფასოდ გადმოსაწერათ შეგიძლიათ ეწვით ლინკს რომელზეც იხილავთ უამრავ html5 თემფლეითს მობილურზე მორგებული დიზაინით (responsive).. 
  • სამართავი სისტემა გადმოიწერეთ მოცემული ბმულიდან.

მათვის სისტემის გადმოწერის შემდეგ, იმ შემთხვევისთვის თუ ჯერ არ გაქვთ ჰოსთინგი / დომეინი, შეგიძლიათ გადმოწეროთ ლოკალური ჰოსთინგი (Localhost) შემდეგი ბმულიდან, დააყენეთ პროგრამა. შედით C დისკზე განთავსებულ პროგრამის სისტემურ ფოლდერში (xampp), გახსენით htdocs ფოლდერი, წაშალეთ შიგნით არსებული კონტენტი და მის ნაცვლად ჩააკოპირეთ ზემოთხსენებული ბმულიდან გადმოწერილი მართვის სისტემა. მონაცემთა ბაზის შექმნა არ არის საჭირო, რაც მომხმარებელს უმარტივებს საქმეს. გამოიტანეთ მართვის სისტემა არქივიდან (არქივი შეგიძლიათ წაშალოთ).

მართვის სისტემის დასაყენებლად საჭიროა: პირველ რიგში ჩართოთ თქვენი ლოკალჰოსტი (Xampp). გახსენით პროგრამა და დააჭირეთ ღილაკს START, apache - ს და mysql - ს. შედით ბრაუზერში მისამართზე - http://localhost - და იმ ფოლდერის სახელი რომელშიც განთავსებულია მართვის სისტემა. შემდეგ მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას. პირველ რიგში დააყენეთ ენა, Continue - სერვერის სისტემურ მოთხოვნილებებს. site info - ში დაარქვით საიტს სახელი და გაუკეთეთ მცირე აღწერა. ადინისტრატორის სექციაში ჩაწერეთ მეილი და პაროლი ( რომლითაც შემდგომში შეხვალთ საიტზე ). შემდეგი სექცია არის თემფლეითების სექცია. დავუბრუნდეთ ფოლდერს სადაც განთავსებულია მართვის სისტემის ფაილდები. ფაილებში ვიპოვით ფოლდერს სახელწოდებით theme. მასში უნდა ჩავაგდოთ ზემოთ ხსენებული გამოარქივებული თემფლეითი რომელიც უნდა გადმოგეწერათ მოცემული ბმულიდან. დავუბრუნდეთ ბრაუზერში ჩართულ მართვის სისტემას სადაც template - ების სექციაზე ვიყავით გაჩერებულები. დააჭირეთ ღილაკს SCAN AGAIN. მონიშნეთ გვერდები რომლებიც გინდათ გამოიყენოთ თქვენს საიტზე, დააჭირეთ ღილაკს continue და სისტემის დაყენება დასრულებულია. დაყენების ბოლო ღილაკი რომელსაც უნდა დავაჭიროთ არის Continue to Layout Editor. მასზე დაკლიკების შემდეგ გადავალთ ჩვენს მიერ დაყენებულ საიტზე სადაც მაუსის მეშვეობით, კოდში ძრომიალის გარეშე მოვნიშნავთ რეგიონებს რომლების შეცვლაც გვსურს. 

გაითვალისწინეთ რომ მართვის - როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ - არის განკუთვნილი მხოლოდ მცირე საიტებისთვის როგორებიც არის მაგალითად პორტფოლიო, გალერეა, პროდუქციის მოკლე აღწერა და ა.შ. 

დეტალური ინფორმაციის სანახავათ იხილეთ ოფიციალური ვიდეო.



საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება