ჩვენს დროში საიტი კომპანიებისა თუ ფიზიკური პირებითვის წარმოადგენენ უდავო აუცილებლობას. იქნება მისი საჭირპება პროდუქციის გასაყიდად თუ ბრალოდ საიტის საჭიროება კომპანიის პრესტიჟისთვის არის - დღეს დღეისობით საიტები აქვთ ადამიანებსაც რომლებსაც უნდათ ჰქონდეთ ონლაინ სავიზიტო ბარათი სადაც დამსაქმებელს შეეძლება მომავალი თანამშრომლის სამუშაო გამოცდილებისთვისა და მისი ზოგადი მონაცემებისთვის თვალის შევლება. უდავოა რომ პიროვნებისა თუ კომპანიის სახელი ძირითდად სწორედ ინტერნეტის მეშვეობით ხდება ცნობადი (მადლობა სოციალურ ქსელებს და თაობას რომელიც მათ ვერ წყდება :) ). აქ რასაკვირველია არ განვიხილავთ სოციალურ ფსიქოლოგიას და მისი მეშვეობით პოდუქტისა თუ პროდუქციის პოპულარიზაციის გზებს. ამ სტატიაში გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე რომ ჩვენს დროში საიტი წარმოადგენს საჭიროებას და ყოველ ჯერზე მასში ფულის გადახდა არ არის აუცილებელი. 

ხშირ შემთხვევაში დამკვეთი ფულს იხდის პროდუქტში რომელიც დეველოპრმა შექმნა უსასყიდლოდ. შემქმნელის მიზანი ყოვლად უანგარო გახლდათ :). საიტის ბილდერების და cms - ბის დიდი უმრავლესობა შეიქმნა იმისთვის რომ ყოფილიყო უფასო. თუმცა ჩვენ მასში მაინც ვიხდით ფულს. ეს გამომდინარეობს იმ ინფორმაციული ვაკუუმინდან რომელშიც საიტის დამკვეთი იმყოფება შეკვეთის მომენტში. აქვე არიან ადამიანები რომლებიც დაკავებულები არიან უფასო პროდუქტის გაყიდვით. ( არ მაქვს რათქმაუნდა საუბარი იმ ადამიანებზე რომლებიც უფასო CMS - ებს ფასიან ფუნქციებს ამატებენ ). ერთი სიტყვით - თუ არის მარტივი საიტის საჭიროება, არ არის აუცილებელი მასში გადაიხადოთ ფული. შესაძლებელია მისი საკუთარი ძალებით გაკეთებაც. 

  1. Wordpress



    - ეს არის დედამიწის მასშტაბით ერთ ერთი ყველაზე პოპულარული საიტის ბილდერი რომელიც რათქმაუნდა უფასოა. მისით შესაძლებელია როგორც ბლოგის გაკეთება, ასევე ინტერნეტ მაღაზიის გაკეთებაც. მისი მოხმარების ვიდეო ინსტრუქცია ინტერნეტი სივრცეში, თუნდაც youtube - ზე უსაზღვრო რაოდენობით მოიპოვება. თუ გაჩნდა დიზაინის შეცვლის საჭიროება - ინტერნეტში შესაძლებელია უფასო შებლონების მოძიება. დიდი პრივილეგია ისიც არის რომ თავად wordpress - ს უდევს დიდი რაოდენობით თვისივე ძრავის შაბლონები უფასო

  2. Joomla



    - აგრეთვე გახლავთ CMS - ი, Site Builder - ი. მისი მეშვეობით შესაძლებელია ყველანაირი ტიპის საიტის აწყობა დაწყებული ბლოგიდან, დამთავრებული სოციალური ქსელით, გნებავთ - ინტერნეტ მაღაზიით. მის გარჩევას დასჭირდება გარკვეული დრო, თუმცა თუ უსასყიდლოდ საიტის ქონის საჭიროება დგას youtube - ზე დევს უამრავი ვიდეო გაკვეთილი. მასზე არის ისეთი გრანდიოზული framework - ბი როგორებიც არის HELIX3 და T3 Framework. მათი მეშვეობით შესაძლებელია პრემიუმ ხარისხის საიტების კეთება აბსოლუტურად უფასოდ. 

  3. Concrete5

    maxresdefault.jpg

    - მარტივი და პრაქტიკული მართვის სისტემა + site builder - ი. თითქმის არ საჭიროებს შესწავლას. მისით საიტის გაკეთება და მართვა ერთი მსიამოვნებაა. ის არ არის განკუთვნილი გიგანტური საიტებისა და სოციალური ქსელების შესაქმნელა საიდანაც გამომდინარეობს მისი სიმარტივე და პრაქტიკულობა. 

  4. InlineCMS

    inlinecms

    - თუ სავიზიტო საიტის საჭიროებაა ზემოთ ხსენებული CMS - ი თქვენს სამსახურშია. არ საჭიროებს შესწავლას. არ უკავშირდება მონაცემთა ბაზას. შეუძლია მულტიენოვანი საიტების შექმნა. გერდების უსაზღვრო რაოდენობით შექმნა და ა.შ. შაბლონების სახით გამოდგება ნებისმიერი HTML / CSS თემპლეითი. 

იმ შემთხვევაში თუ ზემოთხსენებული ძრავების შესწავლა წარმოადგენს პრობლემას, უკავშირდება ზედმეტ დროს. ვერ გაერკვიეთ მონაცემთა ბაზის შექმნაში, ვერ გაერკვიეთ დომენთან და ჰოსთინგთან და ა.შ. ამ შემთხვევაში ხსნად და შველად გვევლინებიან სერვისები რომლებიც გთავაზობენ უკვე დაინსტალირებულ და გამართულ, მოსახმარად ბევრად უფრო მარტივ და კომფორტულ საიტ ბილდერებს რომლებშიც კოდის ცოდნის გარეშეც შეძლებთ დამოუკიდებლად ცვლილებების შეტანას. სერვისში შედის როგორც უკვე გამართული ჰოსთინგი, აგრეთვე უკვე გამართული შაბლონი, ვიდეო ინსტრუქცია, ონლაინ კონსულტაცია და ა.შ. მოკლედ ამ სერვისების ხელში არ დაიკარგებით. გადასახდელი კი მხოლოდ ჰოსთინგის საფასურია რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მაინც უნდა გადაიხადოთ. ასეთებია - 

  1. Surrealcms

    surrealcms

    - იძლევა საიტის წინიდან მართვის საშუალებას, დიზაინის კოდის ცოდნის გარესე რედაქტირებას, გვერდებს უსაზღვრო რაოდენობით დამატებას, გააჩნია მულტიენოვანი ფუნქცია. სერვისის ფასია თვეში 10$. 

  2. wix

    wix.com

    ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი. აქვთ უამრავი საკუთარი შაბლონი. შაბლონის ამორჩევის შემდეგ ძალიან მარტივად შესაძლებელია მისი როგორც შიგთავსის ასევე დიზაინის რედაქტირება. სერვისი საფასურია თვეში 4.5$

 

 

 

 

 

საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება