როგორ გავაკეთოთ ბლოგი

ბლოგინგი ძალიან სახალისო და პოპულარული საქმიანობაა ჩვენს დროში. სისტემები რომლებიც ბლოგერებს აძლევენ საშუალებას აწარმოონ პირადი ბლოგი ძალიან ბევრია და მათი 99% უფასოა. დანიშნულება ერთია - წეროთ სტატიები ამა თუ იმ თემატიკაზე, აწარმოოეთ ონლაინ დღიური და მისცეთ თქვენს ვიზიტორებს საშუალება იკონტაქტონ თქვენთან კომენტარების საშუალებით. ყველაზე პოპულარული ბლოგის სისტემები გახლავთ google blogspot - ი და wordpres - ი. ვინც გაეცნო ზომეთხსენებულ მართვის სისტემებს - ალბათ დამეთანხმებიან იმაში რომ მათში რთული არაფერია. საკმაოდ მარტივია პოსტის ( სტატიის ) დამატება, თუმცა დასაწყისისთვის გარკვევა მაინც საჭიროა. 

ამ სტატიაში არ ვილაპარაკებთ ზემოთხსენებულ ბლოგინგ სისტემებზე. გაგაცნობთ ბევრად უფრო მარტივ მეთოდს...

პირველ რიგში შეიძინეთ დომენი და ჰოსთინგი. თუ ჯერ ჯერობით არ აპირებთ "ინვესტიციის გაკეთებას" შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ უფასო ჰოსთინგზე რომელსაც იპოვით შემდეგ ლინკზე. მოცემულ ლინკზე აგრეთვე შეძლებთ საბდომენის აღებასაც (saxeli.ragac.com). საიტზე რეგისტრაციის შემდგე ( ან თქვენს მიერ შეძენილ ჰოსთინგზე ) იპოვეთ file manager - ი. ნაყიდი ჰოსთინგის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ ჰოსთინგის მართვის პანელში რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს ან cPanel - ი ან Direct admin - ი. 

მოცემულ შემთხვევაში არ იქნება საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნა. გადადით საიტზე PAGEKIT.COM და გადმოწერეთ მართვის სისტემა. ატვირთეთ ახლად გადმოწერილი, დაზიპული მართვის სისტემა აღებული ჰოსთინგის FILE MANAGER - ის საშუალებით ან FTP კლიენტის, მაგალითად - FILEZILLA - ს საშუალებით. ამოაარქივეთ დაზიპული მართვის სისტემა ჰოსთინგზე. ( არქივზე მაუსის მარჯვენა კლიკის დაჭერით ამოირჩიეთ ამოარქივების ფუნქცია ).

გადადით საიტზე.. ინსტალაციის პროცესი მარტივია. არ არის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნა. დაასათაურეთ საიტი. ჩეწერეთ თქვენთვის სასურველი მომხმარებლის სახელი და პაროლი რომელსაც გამოიყენებთ მართვის სისტემაში შესასვლელად და pagekit - ი დაყენებულია. მართვის სისტემაში შესაღწევად url ველში ჩაწერეთ "/admin". მართვის პანელში, ზედა მარცხენა კუთხეში გვაქვს Dashboard - ი. დაკლიკვისას ჩამოიშლება რამოდენიმე სექცია. მნიშვნელოვანია ორი მათგანი - პირველი გახლავთ site სექცია, საიდანაც შეგიძლიათ ამატოთ ან შალოთ გვერდები ისევე როგორც მენიუები და მეორე - Blog სექცია, საიდანაც შეგეძლებათ ამატოთ პოსტები.

ვიდეოში ნაჩვენებია დაყენების ინსტრუქცია localhost - ზე. აგრეთვე მართვის მოკლე მიმოხილვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ საიტის ქვედა მარჯვენა კუთხეში განთავსებული ჩათის საშუალებით.


საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება