GOOGLE - ის ისტორია

GOOGLE - ი პირველად გამოჩნდა როგორც ლარი ფეიჯისა და სერგეი ბრინის სამეცნიერო პროექტი. იმ პერიოდში სტედფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები მუშაობდნენ სტედფორდის ციფრული ბიბლიოთეკის პროექტზე (SDLP). დისერტაციის თემატიკის ძიებაში ლარი ფეიჯი განიხილავდა სხვა დანარჩენთან ერთად - გლობალური ციფრული ქსელის მათემატიკურ თვისებებს, რომელიც თავის თავში წარმოაჩენდა ბმულებს ( ჰიპერ ტექსტურ ლინკებს ) უზარმაზარი გრაფის სახით. მისმა ხელმძღვანელმა ურჩია მას გაჰყოლოდა ზემოთხსენებულ იდეას და ფეიჯიც დასთანხმდა. როგორც შემდგომში ფეიჯმა განაცხადა -  ეს იყო საუკეთესო რჩევა მათ შორის რაც კი რამ ოდესმე მიუღია. მალევე "BackRub" - ად წოდებულ სამეცნიერო პროექტში ლარი ფეიჯს მისი იმჟამინდელი მეგობარი - სერგეი ბრინსი შემოუერთდა, რომელიც თავის მხრივ იმ პერიოდისთვის Ph.D. (Doctor of Philosophy) - ის ასპირანტი გახლდათ. ( სასხვათაშორისოდ ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა ერთმანეთს 1995 წლის ზაფხულს გაიცნეს ).

ინტერნეტ გვერდების ინდექსაცია Web crawler - მა 1996 წლიდან დაიწყო. მონაცემთა ბაზის გასანაწილებლად ფეიჯმა და ბრინმა შეიმუშავეს PageRank - ის ტექნოლოგია რომელმაც გაამართლა და რომელსაც კომპანია google - ი დღეს დღეისობითაც იყენებს. 

კომპანიის შექმნა

პირველი დაფინანსება კომპანია google - მა 1998 წლის აგვისტოს მიიღო 100 000 დოლარის სახით, პიროვნებისგან სახელად ენდი ბექტოლშტეიმი რომელიც თავის მხრივ გახლდათ აწ უკვე ცხონებული კომპანიის - Sun Microsystems - ის დამაარსებელი. ოფიციალურად კომპანია google - ი კომპანიის სახელით 1998 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა. იმ პერიოდში ოფისის სახით კომპანია მეგობრის ფარეხს იყენებდა - მენლო პარკში, კალიფორნიის შტატში. 

სახელწოდება წარმოიშვა სიტყვისგან Googol რომელიც ნიშნავს ერთიანს ასი ნოლით. 

1998 წლის დასასრულისთვის google - მა დააინდექსა 60 მილიონამდე ვებ გვერდი. იმ დროისთვის საიტის მთავარ გვერდზე ისევ იყო BETA - ს ნიშანი, თუმცა Salon.com - ზე დადებული სტატია უკვე იუწყებოდა იმის შესახებ რომ google - ის ძიების რეზულტატები ბევრად სჯობდა სხვა საძიებო სისტემების რეზულტატებს. ისეთების როგორებიც იმ დროისთვის იყვნენ Hotbot და Excite.com. 

1999 წელს კომაპია გადავიდა უნივერსიტეტის ქალაქ პოლო ალტოში. იმავე წელს სწრაფმა კარიერულმა ზრდამ კომპანიას შეუქმნა ხელსაყრელი პირობა მაუნთინ ვიუზე საცხოვრებელი კომპლექსის საქირავებლად. კომპანია დარჩა ბოლოს დაქირავებულ ადგილას რომელსაც შემდგომში Googleplex - ი დაერქვა. 2006 წელს კი google - მა იყიდა ზემოთხსენებული კომპლექსი კომპანია SGI - გან 319 მილიონ დოლარად.

საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება