CSS Frameworks - საიტის დიზაინი

css - ი გახლავთ ვებ ვებ საიტის ერთგვარი ტანისამოსი, რომლის მორგებაც ხშირ შემთხვევაში უჭირთ პროგრამისტების დიდ უმრავლესობას. საინტერესო რეალობა შემდეგია - სტატისტიკის მიხედვით ვებ დიზაინერებს აღიზიანებთ პროგრამული მხარე, ხოლო პროგრამისტებს - ვებ გვერდისთვის დიზაინის მოფიქრება. CSS ფრეიმვორკი იძლევა საშუალებას ბევრი ფიქრისა და წვალების გარეშე მისცე საიტს პროფესიონალური ვიზუალი და რაც მთავარია - css ფრეიმვორკების უმრავლესობას გააჩნია Responsive Media - ს მხარდაჭერა, რაც საქმეს ძალიან ამარტივებს. მათი გამოყენება იდეალურია იმ შემთხვევისთის თუ ხარ ვებ პროგრამისტი და ხელში დიდი პროექტი გაქვს, დრო კი შეზღუდულია. საქმის წინ წაგდების მიზნით ფრეიმვორკის გამოყენება იდეალურია. ისინი წარმოადგენენ უზარმაზარ CSS3 - ის ბიბლიოთეკას, რომელშიც ხშირ შემთხვევაშ გათვალისწინებულია თითქმის ყველაფერი - ღილაკების დიზაინი, Responsive UI კოდი, ლაითბოქსები, ტიპოგრაფიის სტილი, ალერტები და ბოქსები, ბორდერები, გრიდ სისტემები და შესავსები ფორმების ვიზუალი, იკონკები, ლისტები, მენიუები და ა.შ.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 7 ვებ სივრცეში ყველაზე ცნობილ და ძლიერ ფრეიმვორკს ( Framework ) რომელთა გამოყენებითაც დიზაინერული ხედვის ყველაზე არმქონე ადამინიც კი შეძლებს გემოვნებიანი და პროფესიონალური დიზაინის შექმნას და დიდი დროის დაზოგვას Responsive ( მობილურზე მორგებული ) დიზაინის წერაზე. 


  1. Material Framework - წარმოადგენს google - ის ფრეიმვორკს, გაკეთებულს Tim Nguyen - ის მიერ. ის აღჭურვილია Responsive დიზაინით, გათვალიწინებულია მინიმალისტური თანამედროვე ანიმაციები ღილაკზე დაჭერისას, აქვს ფერთა პალიტრა, იკონკები, მენიუს სისტემა, გრიდ სისტემა და ა.შ.

  2. Leaf - დაფუძნებულია Google Material Framework - ზე. იყენებს JQuery ბიბლიოთეკას, აგრეთვე გააჩნია ფერთა პალიტრა, გრიდ სისტემა, Responsive UI დიზაინის მხარდაჭერა, იკონკები, სურათების ბოქსები, შესავსები ფორმები, თეიბლები, მცირე ანიმაციები და ა.შ.

  3. Materialize - ოფიციალურად შეიქმნა GOOGLE - ის მიერ. ფრეიმვორკი წარმოადგენს დიზაინის "ენას", რომელიც თავის თავში მოისაზრებს დიზაინის წერის ინოვაციურ ტექნოლოგიას. კომპანიის მიზაინი - ისეთი დიზაინერული ფრეიმვორკის შექმნა იოყ რომელიც მასშტაბურად მოერგებოდა ყველანაირი სახის პლატფორმას.

  4. Essence - როგორც ოფიციალური საიტი იუწყება - დიზაინის აწყობა Essence - ით ჰგავს ლეგოს აწყობს. მოცემული ფრეიმვორკი საკმაოდ მასშტაბურია. მას ასევე გააჩნია გრიდ სისტემა ( Grid system ), Responsive დიზაინი, სლაიდერები, ტიპოგრაფიის დიზაინი, თილაკები, მენიუები, იკენკები, თეიბლები, სვიჩერები, ტაბები, შეტყობინებების სისტემა, თულტიპები ( Tooltips ) ...

  5. Bootstrap - ერთ ერთი ყველაზე ცნობილი CSS ფრეიმვორკი. დეველოპერი გახლავთ twitter - ცნობილი სოციალური ქსელი. Framework - ის იყენებს JQuery Framework - ს და გარდა ამისა მას გააჩნია აგრეთვე Bootstrap.js - javascript ფრეიმვორკიც. მათი დაყენება შესაძლებელია როგორც საკუთარ სერვერზე ასევე CDN - დანაც. გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილად შესრულებული გრიდ სისტემა. იდეალურია დიდი პროექტებისთვის. ძალიან კარგად ერგება სხვადასხვა გაფართოების ეკრანებსაც (ისევე როგორ ზემოთ ნახსენები ფრეიმვორკები).

  6. Semantic UI - ასევე იყენებს JQuery ფრეიმვორკს. მოცემულ სისტემას სხვების გან განსხვავებით გააჩნია Vote - დიზაინი, საკმაოდ დახვეწილი ნავიგაციის სისტემა და 3D - სამგანზომილებიანი ანიმაციის მხარდაჭერა.

  7. UIkit - ერთ-ერთი ჩემი საყვარელი Framework - თაგანი. წარმოებულია კომპანია YOOTHEME - ის მიერ. კომპანია დაარსდა 2007 წელს და მის მთავარ ნიშას წარმოადგენდა JOOMLA - სა და WORDPRESS - ისთვის თემფლეითების წარმოება. დღესდღეისობით კომპანიის პროდუქციაში შედის ისეთი წარმატებული პროექტები როგორებიც არიან ZOO JOOMLA - სა და WORDPRESS - ისთვის განკუთვნილი კომპონენტი, WIDGETKIT - ასევე JOOMLA - სა და WORDPRESS - ისთვის განკუთვნილი კომპონენტი, მართვის სისტემა  - PAGEKIT და ზემოთხსენებული CSS Framework - ი - UIkit. რაც შეეხება თავად ფრეიმვორკს - მისი ღირსება მდგომარეობს სიმსუბუქეში და Customizer - ში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კოდში გარკვეული დიზაინერული ცვლილებების შეტანა და ფრეიმვორკის მოდიფიცირებული სახით გადმოწერა.

საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება