რატომ არის ბლოგი კარგი SEO - სთვის

 


უამრავი ხალხი სვავს კითხვას იმასთან დაკვშირებით თუ რატომ არის კარგი ბლოგი? რატომ უნდა მქონდეს ბლოგი? რა საჭიროა ბლოგი როცა გაქვს საიტი? და ასე შემდეგ... Blog - ი ძალიან სასარგებლოა თქვენი საიტისთვის. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ცალკეული ბლოგი თუ ბლოგი რომელიც საიტში იქნება ჩაშენებული. 

მას შემდეგ რაც Goolge - მა შეცვალა საკუთარი ალგორითმი ძიების რეზულტატებთან მიმართებაში (ისევე როგორც ეს ქნეს სხვა საძიებო სისტემებმა), შეიქმნა საიტის მუდმივი განახლების საჭიროება. ეს საჭიროება გამომდინარეობს საძიებო სისტემაში ჩაწერილი საკვანძო სიტყვისთვის უფრო მეტად სწორი რეზულტატის პოვნაში. შედეგად თუ თქვენ გაქვთ საიტი რომელზეც ერთჯერადად უნდა დაიდოს ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, თქვენი ზემოთხსენებული საიტი აღარ დაექვემდებარება განახლებას და google - ის რეზულტატებშის საპატიო პოზიციაზეც რთულად ამოყოფს თავს. იმ შემთხვევაში თუ საიტს ექნა ბლოგი და ბლოგზე დაიწერა თემატიკასთან მიახლოვებული ინფორმაცია, რომელიც შემდეგომში google - ის კონსოლში იქნება აღბეჭდილი, ამ შემთხვევაში google - ის და მათ შორის სხვა საძიებო სისტემებისთვის, საიტი მუდმივად განახლებადია და მასზე იწერება სტატიები. შედეგად საიტი არ არის სპამი, შედეგად ის შედის ცოცხალი (მუდმივად განახლებადი) საიტების კატეგორიაში, შედეგად მასზე უფრო ხშირად დაიდება მკითხველისთვის საჭირო ინფორმაცია... 

მნიშვნელოვანია გავითავისოთ ისიც რომ საძიებო სისტემებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ თქვენი საიტის სარგებლიანობის შესახებ. თუ რეზულტატები რომელშიც მოხვდება თქვენი საიტი - არ იქნა მკითხველისთვის მიმზიდველი, საიტი ვერასდროს ვერ მიაღწევს მოწინავე პოზიციას.   

სტანდარტულ საიტსა და ბლოგს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში რომ ბლოგი დაპროგრამებულია სპეციალურად განახლებებისთვის. ყოველ ჯერზე როდესაც ადმინისტრატორი დებს ახალ პოსტს, google - ი აღიქვავს თქვენს საიტზე განახლებას თარიღის მიხედვით და ა.შ. თუმცა თარიღი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი რამდენადაც ეგრეთწოდებული შიგთავსი (კონტენტი). მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რა სტატია დააინტერესებს მკითხველს, აგრეთვე მნიშვნელოვანია იცოდეთ ის თუ როგორ უნდა მიაწოდეთ ესა თუ ის ინფორმაცია საიტის ვიზიტორს. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა აინტერესებს მკითხველს, რა ცოდნა გაგაჩნიათ მკითხველისთვის გადმოსაცემად და ა.შ. ამ შემთხვევაში საძიებო სისტემები ჩათვლიან თქვენს საიტს (და მასზე დადებულ ინფორმაციას) მკითხველისთვის კარგ მასალად. 

რასაკვირველია blog - ის ქონა საიტზე არ არის ერთადერთი და უკანასკნელი საშუალება საიტის საძიებო სისტემების რეზულტატებში მოსახვედრად, თუმცა ერთ-ერთი პატივსაცემი და მნიშვნელოვანი. 

საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება