Javascript - ის პოპულარობა განაგრძობს ზრდას. 2016 წელს ჩვენ გავხდით მოწმენი ისეთი დიდი განახლებებისა როგორებიც არიან AngularJS - ის მოდერნიზაცია და Jquery - ის განახლება ( სხვათაშორის ამ უკანასკნელს საიტების 96,5% იყენებს ), ვიხილეთ ECMAScript - ის განახლება და Node.js - ის ორი განახლება. საინტერესოა რას შემოგვთავაზებს 2017 წელი.

ამ სტატიაში ჩვენ გავაკეთებთ 2016 - 2017 წლის ყველაზე მეტად გამოყენებადი javascript ფრეიმვორკების და ბიბლიოთეკების რევიუს. ვიმედოვნებთ ჩვენი სტატია დაგეხმარებათ სწორედ შეარჩიოთ frontend ტექნოლოგია თქვენი საიტისა თუ აპლიკაციისთვის.


1. Angular 2 (Angular 3)

angular js

Angular js - ი გახლავთ პოპულარული ფრეიმვორკი რომელიც ფართოდ გამოიყენება რთული ვებ პროექტების შექმნისა და მხადაჭერისთვის. ამ ბიბლიოტეკის პოპულარობა უზარმაზარია. მას იყენებენ ისეთი პოპულარული საიტები როგორებიც არიან - Domino’s Pizza, Ryanair, ITunes Connect, PayPal, Google Checkout და ა.შ. AngularJS - ს გააჩნია ღია კოდი. ბიბლიოთეკის მწარმოებელი გახლავთ google - ი.


2. ReactJS

react js.jpg

ReactJS - ი გახლავთ 2016 წლის ტოპ პროექტი. მას გააჩნია ღია კოდი და ვითარდება მოცემული ბიბლიოთეკა ძირითადად facebook - ის მეშვეობით, ისევე როგორც სხვა დიდი ტექნოლოგიური საიტების მეშვეობითაც. მოცემული javascript ბიბლიოთეკა  ძირითადად გამოიყენება სამომხმარებლო ინტერფეისების შესაქმნელად. 

Model-View-Controller პატერნში React - ი ყველაზე ახლოს დგას მომხმარებელთან. ის პასუხს აგებს მონაცემთა წარმოდგენაზე, სად და როგორი სახით ინახავთ მონაცემებს, როგორ უკავშირდებით მონაცემთა ბაზას და ა.შ. React - ი არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი აპლიკაციის ვიზუალი. 


Backbone.js

Backbone.js-Post-Image.jpg

Backbone გახლავთ მარტივი, ერთ ფაილში ჩატეული ბიბლიოთეკა. მოცემული ბიბლიოთეკა იქნა შემუშავებული ჯერემი აშკენასის მიერ, CoffeeScript - ის გამოყენებით. Backbone - ი განსაკუთრებით პოპულარულია მათ შორის ვისაც სჭირდება მარტივი სტრუქრურა მცირე ვებ აპლიკაციებისთვის. 

ბიბლიოთეკა დაფუძნებულია შაბლონზე Model-View-Presenter. მას აგრეთვე გააჩნია RESTful JSON ინტერფეისის. 


Ember JS

ember js

Ember.js გახლავთ ღია javascript ბიბლიოთეკა განკუთვნილი ვებ აპლიკაციებისთვის, რომელიც უკეთებს რეალიზაციას MVC შაბლონებს. შექმნილია მასშტაბური, ერთგვერდიანი ვებ აპლიკაციებისთვის. მას იყენებენ ისეთი მასშტაბური კომპანიები როგორებიც არიან TED, Yahoo!, Twitch.tv და Groupon. Ember - ი იყენებს view engine - ს რომელიც ავტომატურად ანახლებს მონაცემებს, ისევე როგორც Angular, Backbone და React - ი. Ember - ს გააჩნია ვებ კომპონენტების მხარდაჭერა რაც ხელს უწყობს html - ის გაფართოვებას საკუთარი თეგების საშუალებით ( ისევე როგორც Angular - ი ). ასევე ბიბლიოთეკაში ჩაშენებულია მარშრუტიზაციის ძრივი და მოდელები, რომლებსაც შეუძლიათ იმუშავონ თქვენს RESTful API - თან.


Meteor JS

meteor js

Meteor - ამ ბიბლიოთეკამ გაიარა დიდი გზა მარტივი იდეიდან ძვირად დაფინანსებად პროექტამდე. მოცემულმა ბიბლიოთეკამ რაღაც კუთხით მოახდინა რევოლუცია თანამედროვე დროის მობილურისა და ვებ აპლიკაციების სფეროში. ნებისმიერი ვებ აპლიკაცია შექმნილი ზემოთხსენებული ბიბლიოთეკის მიერ 100% თავსებადია მობილურ მოწყობილობასთან. 

Galaxy - ჰოსთინგის გამოჩენასთან ერთად, სპეციალურად Meteor აპლიკაციებისთვის Meteor - მა გახადა განუყოფელი Backend და Frontend - ი, რომლებთან მუშაობასაც არ სჭირდება დიდი გამოცდილება. Meteor — full-stack ბიბლიოთეკა მოგცემთ საშუალებას ერთი JS - ის გამოყენებით შექმნათ სრულფასოვანი აპლიკაცია ვებისა და მობილური მოწყობილობებისთვის, რომლებიც თამამად შეგეძლებათ განათავსოთ მობილური აპლიკაციის მარკეტებზე.

საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება