ყველა მათგანი ვისაც უცდია საიტის გაკეთება ვორდპრესზე, joomla ზე ან სხვა ცნობილ მართვის სისტემასა თუ site builder ზე, ეცოდინება რომ მათში შექმნილი საიტის მართვა არ არის მარტივი. რთულია გვერდის დიზაინის დალაგება. სურათები უცნაურად და ასიმეტრიულად იდება. ძნელია რედაქტორში გალერეის განთავსება. გარდა ამისა შექმნილი გვერდი ან სტატია საიტში აბსოლუტურად განსხვავებული დიზაინით ჩანს.

ალტერნატივად გვევლინება ხშირ შემთხვევაში ვორდპრესის მართვის სისტემაზე მორგებული საიტ ბილდერები. ისინი იძლევიან დიზაინის შეცვლის საშუალებას მართვის სისტემაში (backend) ში გადასვლის გარეშე. ძირითადი ბენეფიტი დიზაინის და კონტენტის მართვაა საიტის მხრიდან (და არა backend მართვის მხრიდან), რაც დიზაინისა და შიგთავსის შეცვლის მეტად მოქნილ საშუალებას იძლევა. თუმცა მათაც აქვთ თავისი მინუსები - მათში გარკვევას დიდი დრო სჭირდება. უამრავი არასაჭირო ხელსაწყო გადატვირთულ სამართავ გარემოს ქმნის, რაც საიტის შემთხვევით დაზიანებას განაპირობებს. მათი (site builder - ბის) უმრავლესობა არ არის გათვლილი ბლოგსა თუ პროდუქციის კატალოგზე. სარეკლამო რგოლებში მარტივად რედაქტირებადი საიტის გვერდები, რეალობაში არც თუ ისე მარტივად მორჩილებადები არიან. ფუჭდება შემოთავაზებული ლამაზი დიზაინი, ჩნდება უამრავი ელემენტარული კითხვა არასაჭირო ჰედერის ან სათაურის გაქრობასთან დაკავშირებით და ა.შ.

გამომდინარე იმის ცოდნიდან თუ რა კონფიგურაცია სჭირდება საიტს, როგორი უნდა იყოს ოფტიმალური SEO, რა ძირითადი ხელსაწყოებია საჭირო საიტის სამართავად, ჩვენ შევქმენით საიტის მართვის სისტემა რომელიც არ საჭიროებს ასათვისებლად დიდ დროს და გათვლილია საიტის პრაქტიკულ და სწრაფ მართვაზე. სამუშაო გარემოს სიმარტივისთვის, სამართავ ხელსაწყოებში შეყვანილია მხოლოდ ის ელემენტები რომლებიც საიტის დიზაინის დაზიანების გარეშე სამათავად არის საჭირო.

 

რა თემატიკის საიტებზე არის მართვის სისტემა გათვლილი 

მართვის სისტემის საშუალებით შესაძლებელია როგორც კორპორაციული სავიზიტო საიტების მართვა ასევე პროდუქციის კატალოგებისა და სიახლეების საიტების (ბლოგების) მართვა. მართვის სისტემას აქვს ჩაშენებული სოციალური გაზიარების ფლაგინი, facebook ის კომენტარების ფლაგინი და მულტიკატეგორიული ფუქცია რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორ ბლოგისთვის ასევე პროდუქციის კატალოგისთვის. მისი საშუალების მარტივად არის შესაძლებელი მრავალკატეგორიული, პროდუქციაზე ორიენტირებული საიტის შექმნა. მართვის სისტემაში ჩაშენებული ავტომატურად გენერირებადი SEO რაც მარტივად უზრუნველყოფს საძიებო სისტემაში საიტის პოპულარიზაციას.

 

მართვის სისტემის ძირითადი მიმოხილვა 

მართვის სისტემას არ გააჩნია უკანა მხარე (backend - ი). საიტი მთლიანად იმართება წინა მხრიდან. ჩაშენებული რედაქტორის საშუალებით შესაძლებელია როგორც ტექსტის რედაქტირება ასევე youtube ის ვიდეოების, pdf ფაილებისა და სურათების დამატება გვედსა თუ სტატიაში.

 

fg site editor 2

 

სურათის დამატება

 

 

ლეიაუთის მენეჯმენტი

მომხმარებელს შეუძლია საიტის გვერდების წყობის შეცვლა და დიზაინის რედაქტირება - ფერების და ფონის სურათების შეცვლა / დამატება / წაშლა.

გვერდების წყობის რედაქტირება

 

 

ფაილების მენეჯმენტი

ფაილები ინახება თქვენსავე ჰოსთინგზე, სადაც განთავსებულია საიტის თქვენი საიტის. მათი მენეჯმენტის სიმარტივეს განაპირობებს ფაილების ძებნადობა სახელების მიხედვით, სურათების ზომაში დაპატარავება და დაჭრაც კი.

ფაილების მენეჯერში შესაძლებელია არქივების გაკეთება და არსებული არქივების გახსნა. ფაილებისთვის სახელების შეცვლა, წაშლა და წაშლილი ფაილების აღდგენა, საქაღალდეების შექმნა, მათი დაარქივება, ფაილების ინფორმაციის ნახვა...

 

el-finder-file-manager.png

 

მულტიენოვანი სისტემა 

სისტემა იძლევა მულტიენოვანი საიტების შექმნის შესაძლებლობას და არსებული საიტისთვის ენების დამატების შესაძლებლობას. მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად დაამატოს თავისთვის სასურველი ენები რომლებიც ავტომატურად დაემატებიან ენების გადასართველში.

fg-builder-multilanguage.jpg

 

 

სამდონიანი მენიუს მენეჯმენტი

მენიუს დამატების მარტივი და კონფორტული სისტემა რომელიც იძლევა სამდონიანი მენის საიტზე არსებული ენების მიხედვით შეუზღუდავად დამატების შესაძლებლობას.

 

 

 

 

საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება
საიტების დამზადება